თემა:
ანგელოზი
ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება
ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბებს (შდრ. 2. პეტ. 2, 11). ანგელოზის ბუნება უფრო სრულია, ვიდრე ადამიანისა. ამას ფსალმუნთმთქმელიც ამბობს, როცა ადამიანის განდიდება სურს. იგი შენიშნავს, რომ ღმერთმა მას „მცირედ რაიმე დააკლო“ ანგელოზებთან შედარებით (იხ. ფს. 8, 5).
|