წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ

ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარაგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარჩა, კაცი განრისხდა და შეწყვიტა მთავარანგელოზის სახელობის დღესასწაულის აღნიშვნა. მაშინ გამოეცხადა მას მთავარანგელოზი და უთხრა: „მე შენი შემწე ვიყავი, როცა შენთვის და შენი ახლობლებისათვის სიკეთეს მთხოვდი, მაგრამ, რადანაც გაკადნიერდი და მთხოვე, ვყოფილიყავ ჯალათი შენი მაწყინარისა, მე გტოვებ შენ“. რის შემდეგაც ის ადამიანი მძიმედ დაავადდა და ლოგინს მიეჯაჭვა მანამ, ვიდრე არ მოინანია, სახარებისეულად ლოცვა და აზროვნება არ ისწავლა.
 
თემატური კითხვები
0