
ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
თემა:
აღდგომა
გვწამს აგრეთვე მკვდრეთით აღდგომაც, რადგან იგი ჭეშმარიტად იქნება. მაგრამ აღდგომაზე საუბრისას, ჩვენ
გვწამს აგრეთვე მკვდრეთით აღდგომაც, რადგან იგი ჭეშმარიტად იქნება. მაგრამ აღდგომაზე საუბრისას, ჩვენ სხეულის აღდგომას ვამბობთ. რადგან აღდგომა დაცემულის მეორედ აღმართებაა, სულები კი, რომელნიც უკვდავნი არიან, როგორ აღდგებიან? რადგან თუკი სიკვდილს განსაზღვრავენ, როგორც სულის გაყრას სხეულისაგან, მაშინ, რა თქმა უნდა, რომ აღდგომა არის მეორედ შეერთება სულისა და სხეულისა და დარღვეული და მკვდარი ცოცხალი არსების მეორედ აღმართება. მაშასადამე, თვით იგივე სხეული, დარღვეული და გახრწნილი, აღდგება უხრწნელი. რადგან მას, ვინც დასაბამად შექმნა იგი მიწისაგან, კვლავაც ძალუძს მისი აღდგენა მას შემდეგ, რაც შემოქმედის განჩინებით დაირღვა და მიიქცა უკანვე მიწად, რომლისგანაც იყო აღებული...
|