სამყარო ყველა თავისი ქვეყნიური შესაძლებლობებით გვეუბნება: იყავით ბედნიერი, იცხოვრეთ უზრუნველად,
სამყარო ყველა თავისი ქვეყნიური შესაძლებლობებით გვეუბნება: იყავით ბედნიერი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ხოლო ქრისტე სახარების საშუალებით გვამცნობს: იარეთ ვიწრო გზით, გზით ბრძოლისა და ტანჯვისა, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერების მოსაპოვებლად ეს ერთადერთი გზა არსებობს. ეკლესიის შემწეობის გარეშე როგორ შევძლებთ, ამ საშინელი არჩევანის წინაშე გადაწყვეტილება მივიღოთ, როგორ შევძლებთ, შევინანოთ და დავუბრუნდეთ იმ ნათელი და სასიხარულო აღთქმისაკენ, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად აღდგომის დღეს აღგითქვამს? აი, ამისთვისაა საჭირო მარხვა. ესაა შეწევნის ხელი – ეკლესიის მიერ ჩვენთვის გამოწვდილი, სინანულის სკოლა, რომელიც გვამზადებს იმისთვის, რომ შევხვდეთ აღდგომას, არა მხოლოდ ჭამა–სმისა და დასვენების ნებართვას, არამედ – როგორც ჩვენში ძველის დასასრულს, როგორც ახალ ცხოვრებაში გადასვლას.
|