ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სინანული
სიჭაბუკეში აპირებდი მონანიებას; წავიდა სიჭაბუკე და მოვიდა სიბერე, შენ მაინც არ შეინანე. ვნებების დაკმაყოფილებასა და ბოროტმოქმედებაში გალიე შენი ცხოვრების დღეები და სინანულში არ მოხვედი. ახალგაზრდობისას მედიდური, ამპარტავანი და უმოწყალო იყავი. აი, მოიწია სიბერე და ახლაც არ გნებავს მონანიება, არამედ ყოველდღე აყოვნებ სინანულს და მე ვფიქრობ, საერთოდ ლტოლვილია იგი შენგან. როცა ჭაბუკი იყავი, ამბობდი: ახლა ჩემი გულის ნებას ავისრულებ და მერე ლმობიერად შევინანებ. მოუხმე იმ დღეს მანამ, ვიდრე სიკვდილი მოგიხმობს; გაუღე მას შენი გულის კარი, რათა შემოვიდეს მანამ, სანამ ჯოჯოხეთში ჩასულხარ. იცოდე, რომ სიკვდილის შემდეგ მონანიება შეუძლებელია და მკვდარი არ ინანიებს