ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
განუწყვეტელ ლოცვაში გაწაფვისთვის იღვწით.კეთილი!მაგრამ დაუკვირდით,მოკლე ლოცვის მხოლოდ ენით გამეორებით არ შემოიფარგლოთ. ეს იქნება ლოცვის მექანიკური გამეორება ლოცვის გარეშე. უნდა მიეჩვიოთ რომ (ღმრთის) შიშსა და მოწიწებაში, შემუსვრილებასა და სიმდაბლეში იპყარით თავი. ისე იყავით, თითქოს უფლის წინაშე სამსჯავროზე იმყოფებოდეთ და თქვენს შესახებ უკანასკნელ განჩინებას ელოდეთ.