
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
აღდგომა
სინდისი მეუბნება: უფლის ესოდენ დიდი ტანჯვისათვის ხალხის კეთილდღეობისა და ხსნის გამო არ შეიძლებოდა
სინდისი მეუბნება: უფლის ესოდენ დიდი ტანჯვისათვის ხალხის კეთილდღეობისა და ხსნის გამო არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ჯილდო, გარდა აღდგომისა და ზეციური დიდებისა. აუწერელი ტანჯვანი მართლისა ენით გამოუთქმელი დიდებით დაგვირგვინდა. ეს მაძლევს ნუგეშსა და მშვიდობას.
გონება მეუბნება: აღდგომის ბრწყინვალე გამარჯვების გარეშე უფლის ძის მთელი გმირობა საფლავში დარჩებოდა, მთელი მისი მისია ამაო იქნებოდა.
ნება მეუბნება: ქრისტეს აღდგომა მშველის მე კეთილსა და ბოროტს შორის მერყეობისაგან, გაბედულად მაყენებს სიკეთის გზაზე და მინათებს ამ გზას, მაძლევს ძალასა და აღმაფრენას.
|