თემა:
აღზრდა
ახალშობილი თავის მოთხოვნას ტირილით ამცნობს მშობლებს. თუ ბავშვი ტირის საპატიო მიზეზით – შია, წყურია,
ახალშობილი თავის მოთხოვნას ტირილით ამცნობს მშობლებს. თუ ბავშვი ტირის საპატიო მიზეზით – შია, წყურია, ცხელა, ტკივა რაიმე, მაშინ მისი უყურადღებოდ დატოვება ამ მდგომარეობაში დიდი სისასტიკე იქნებოდა. თუ ტირილის მიზეზი უბრალოდ კაპრიზი ან პატივმოყვარეობაა, ამ დროს დათმობა და ხელის დაფარება დათვური სამსახურია ბავშვისათვის, ჯობია იტიროს ბავშვმა, იგი თავისით გაჩერდება, ვიდრე დაუთმოთ, რადგან თითოეული ასეთი დათმობა–მოფერებით იგი უფრო ჯიუტი და თავნება გაიზრდება. არ შეიძლება ბავშვის ყველა სურვილის ასრულება, იგი უნდა მივაჩვიოთ, რომ თვითონვე დათრგუნოს და უარი თქვას თავისივე მოთხოვნებზე. ბავშვის მოთხოვნებზე ან თხოვნაზე აუცილებელია „უარის“ თქმა, ეს უარი უნდა იყოს მტკიცე და ბავშვის არც ცრემლებმა, არც ხვეწნა–მუდარამ არ უნდა შეგაცვლევინოს იგი. ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი სურვილის დათრგუნვა. მიეჩვიოს თავშეკავებას, აკრძალვას და თავგანწირვას.
|