თემა:
აღზრდა
ბავშვის ქრისტიანულ–რელიგიური აღზრდა მაშინ იქნება სრულყოფილი და სასურველ შედეგსაც მაშინ მიაღწევს, თუ
ბავშვის ქრისტიანულ–რელიგიური აღზრდა მაშინ იქნება სრულყოფილი და სასურველ შედეგსაც მაშინ მიაღწევს, თუ მშობლები აღზრდის პროცესში ჩართულები მხარს უჭერენ მოძღვარს. მასწავლებლის, ოჯახის, სკოლის და ეკლესიის ერთიანი მონაწილეობა ბავშვთა ქრისტიანულად აღზრდის საქმეში არა მარტო სასურველია, არამედ აუცილებელიცაა. სკოლაში ბევრი ბავშვების გამო, მასწავლებელი და მოძღვარი რაც არ უნდა ეცადონ, მაინც დროის იმ მცირე მონაკვეთში რაც საგანს ეთმობა ყოველ აღსაზრდელს სათანადო ყურადღებას მაინც ვერ მიაქცევენ. ამისათვის სასურველია ამ დროს მშობელი დაეხმაროს ბავშვს ბიბლიური ისტორიის, კატეხიზმოს შესწავლაში და ჩაიბაროს უკვე მომზადებული მასალაც. თუ ბავშვი ვერ მიიღებს რელიგიურ განათლებას სახლში და თუ მას არ ექნება ლოცვის, ეკლესიაში სიარულის სურვილი გაღვივებული ადრეული ასაკიდან, მაშინ ამაო იქნება მასწავლებლის და მოძღვრის მცდელობა ბავშვში რელიგიური გრძნობის გაღვივებისა.
|