მიაჩვიეთ ბავშვები შრომისმოყვარეობას და სწორად მოღვაწეობას. შრომა აკაჟებს ორგანიზმს და უნარჩუნებს
მიაჩვიეთ ბავშვები შრომისმოყვარეობას და სწორად მოღვაწეობას. შრომა აკაჟებს ორგანიზმს და უნარჩუნებს ჯანმრთელ სულს სხეულს. უსაქმურობა ასუსტებს სხეულს და აფუჭებს სულს. „უსაქმურობა ცოდვის დედააო“ გვასწავლის ანდაზა. ბავშვი მიდრეკილია სიზარმაცისაკენ და უსაქმურობისაკენ. ამიტომ მშობლებმა უნდა დათრგუნონ ეს მიდრეკილებები და მიაჩვიონ ისინი საქმეების კეთებას. თუ ბავშვები სკოლაში დადიან, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება შვილების სწავლას, გამოკითხონ გაკვეთილები და შეუმოწმონ დავალებები. ამასთანავე, უნდა ახსოვდეთ მშობლებს, რომ ბავშვები ისე ძალიან არ უნდა დატვირთონ, რომ მათ დრო არ დარჩეთ დასვენებისათვის.
|