
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
აღზრდა
მწერთ, რომ ამ მძიმე დროში თანაუგრძნობთ ბავშვებს, როდესაც მათ სულებს ყველგან ცდუნება უსაფრთება.
მწერთ, რომ ამ მძიმე დროში თანაუგრძნობთ ბავშვებს, როდესაც მათ სულებს ყველგან ცდუნება უსაფრთება. ღირებულებათა სისტემა შეირყა, ირგვლივ უამრავი წინააღმდეგობაა – ეს ყოველივე, ყინულოვანი ქარის მსგავსად განმსჭვალავს ბავშვთა სულებს სკოლაში, სახლსა თუ ქუჩაში. აქედან ახალი პედაგოგიური სისტემის შექმნის შესახებ მსჯელობთ, რომელიც ბავშვებს ყველანაირი თანამედროვე ცდუნებისაგან დაიცავდა. თუმცა უფალმა თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18,3). ანუ იგი ხაზს უსვამს არა ბავშვთა, არამედ უფროსების აღზრდის საჭიროებას, და გვიჩვენებს საშუალებებს. ყველაზე უბრალო საშუალებას – ავიღოთ მაგალითი ბავშვებისაგან, მაგრამ მან იმის შესახებაც თქვა, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები, ისევე უბრალოდ“
აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა“ (მათ. 19,14). ოღონდ კი მოვიდნენ, მათი აღზრდა კი – უფლის საქმეა. მშობლების ერთადერთი ამოცანა ის არის, რომ – აცადონ ბავშვებს ღმერთთან მისვლა.
|