უფლის შიშია სიბრძნის სისავსე (ზირაქი 1, 16) ამიტომ პირველი რაც უნდა იცოდნენ მშობლებმა აღზრდის დროს
„უფლის შიშია სიბრძნის სისავსე“ (ზირაქი 1, 16) ამიტომ პირველი რაც უნდა იცოდნენ მშობლებმა აღზრდის დროს არის ის, რომ შეიძლება ადრეული ასაკიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს ღვთისმოშიშება, ღვთისმოსაობა. განსაკუთრებით დედამ უნდა იზრუნოს ამაზე. ბავშვი რომელიც ადრეული ასაკიდან შეითვისებს ამას დედის რძესთან ერთად, მთელი ცხოვრება ღვთისმოსავი დარჩება. თუ ასე აღზრდილი ბავშვი გარემოს ზეგავლენის გამო ასცდება ჭეშმარიტ ქრისტესმიერ გზას, მისი ხელახალი მოქცევა ურო ადვილი შესაძლებელია, ვიდრე იმ მოზარდების, ვისაც ასეთი აღზრდა ბავშვობაში არ ჰქონიათ. ბავშვები, რომლებიც ადრეულ ასაკიდან იზრდებოდნენ ღვთისმოშიშად, ხშირად ცოდვით დაცემისას იხსენებენ, იმ ლოცვებს, რომელთაც მათ დედა ასწავლიდათ, ახსენდებათ რა საკუთარი ბავშვობა ისინი ადვილად იცილებენ ცოდვებს და ნაკლოვანებებს, და კვლავ უბრუნდებიან ქრისტიანულ ცხოვრებას.
|