არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ღმრთის წინაშე ყოველგვარი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს.

ღმრთის წინაშე ყოველგვარი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს. დაღაცათუ იხილოთ კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი, იწაზე ნურავის განიკითხავ, დაბადებულსა ღვთისასა. რამეთუ მათი სადავები უფალს მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ. შენი სადავები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. უფალმა მეძავი შეიწყალა, ავაზაკი აცხოვნა. მარიამ მეგვიპტელი მეძავი იყო, რა ვუყოთ მერე. ღვთის მადლით, უდაბნოში მოღვაწეობით, მარხვით და ლოცვით სძლია ვნებებს, განიწმინდა და სასუფევლის ღირსი შეიქმნა. უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რვალის დიადემას ვიდგამ, ფეხ-შიშველი გამოვდივარ, ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემს თავს, რა ნაგავიც ვარ!
 
თემატური კითხვები
0