
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს უფლის ეკლესია!
გაესაუბრე მღვდლებს, ადამიანთა აღსარებას რომ იბარებენ და მრავალ მაგალითს მოისმენ, მათი სულიერი შემწეობის შესახებ, ვინც გულით ამბობს აღსარებას. გაიგონებ, რომ მრავალ მომაკვდავს მიუღია შვება სიკვდილისწინა აგონიის ჟამს, როცა აღსარება უთქვამს მღვდელმსახურისათვის. და ეს ზღაპარი არ არის, არამედ თვით ჭეშმარიტებაა.
|