ავტორი:
თემა: მზერა

მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა სწრაფად იპყრობს

მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა სწრაფად იპყრობს გონებას, ისე რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპიტ ტკბება და გილი მისი სურვილითაა შეპყრობილი, და ცოდვაშია კაცი, როგორც უფალმა ბრძანა ამის შესახებ: "... ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5,28). ამიტომაც გვიანდერძა სოლომონმა თვალების დაცვა: "შვილო, ნუგერევინ სიკეთე გულის-თქუმისაი, ნუცა მოინადირები თუალთაგან შენთა" (იგავ. 6,25). თუკი ეს ქურდი შემოიჭრება და მოგინადირებს, იღვაწე, რომ აფროდიტეს კერპი, ანუ საძაგელი გულისთქმა არ აღიბეჭდოს შენს სულში. როგორ ვიჭვაწოთ? ღმერთის მოხმობით: ფსალმუნთმგალობლოს თანახმად "უფლისაი არს ცხოვრებაი"
 
6