წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ბედი – ეს ფიქრია უფლისა, ყველაფერი მომხდარის შესახებ, მაგრამ არა ისეთი პასიური და უძლური, როგორც –

ბედი – ეს ფიქრია უფლისა, ყველაფერი მომხდარის შესახებ, მაგრამ არა ისეთი პასიური და უძლური, როგორც – ადამიანისა, არამედ აქტიური და გადამწყვეტი. ვიღაც დილით უახლოეს ქალაქში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ღამით სიკვდილი წამოეწია და შორეულ, ზეციურ ქალაქში გადაიყვანა. ხალხი ამბობს: ასეთია ბედი მისი. ვიღაცამ გოგონა შეიყვარა, მოხდა კი ისე, რომ სხვაზე იქორწინა, კვლავ ამბობენ: ბედი! მხოლოდ გონიერი და ყოვლისგანმგებელი უფლისაგან წამოსულმა, შორსმჭვრეტელმა და არა ბრმა ბედმა უწყის მიზეზი ყოველივესი. ის ვინც ამბობს – „ბრმა ბედისწერა“, აღიარებს, რომ არ ესმის შემთხვევის მიზეზი და აზრი, მოწყალე და მართალი უფლის გარეშე არაფერი ხდება.
 
0