ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სინანული
სიკვდილს დაასწარი და ახლავე შეინანე, დღეს აღასრულე სიკეთე, რომლის აღსრულებასაც ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ შეძლებ. წარსული დღეები გაუწყებენ მომავალ დღეთა შესახებ: როგორც მათ არ დააყოვნეს და წავიდნენ, ისე მომავლის დღეებიც არ დააყოვნებენ. გახსოვს, რა შორს იყო და რა შორეულად გეჩვენებოდა დღევანდელი დღე? აი, მოვიდა, მოგეახლა და ესეც სასწრაფოდ მიდის შენგან ისევე, როგორც განვლილმა დღეებმა გაიქროლეს. შენი სულისთვის იბრძოლე და იღვაწე და იბრძოლე დღევანდელი დღის გასვლამდე, სიკეთის ყოფას დაეშურე საფლავში ჩასვენებამდე. მოიწია ჟამი! სიჭაბუკე მსწრაფლწარმავალია და მშვენიერება აჩრდილივი განქარდება. დრო მალემსრბოლივით მიქრის და მასთან ერთად ილტვის შენი ცხოვრებაც. ევედრე ერთ დღეს, რომ მისთვის განსაზღვრულ დროზე თუნდაც ორი საათით, ან ერთი საათით მეტ ხანს დააყოვნოს შენთან, და თუ გაგიჩერდება, მაშინ შენც დაუდევრად მოეკიდე სინანულს. შენი ცხოვრება წარმავალია როგორც ერთი დღე, და შენი ჟამი დაილევა როგორც ერთი ღამე. ბავშვობა ცისკარს ჰგავს, სიჭაბუკე შუადღეს და სიბერე მიმწუუხრს ედრება. ახლავე აღასრულე სიქველე - დღესვე შეინანე, სანამ დღეა; აჩქარდი, ვიდრე არ დაბნელებულა. იხილე, როგორ მიქრიან დღეები და როგორ განქარდება ჟამი.
აი, ხომ ხედავ, დღეებიც მკვდრებივით იფლვებიან და დავიწყებას ეძლევიან, რადგან გუშინდელი დღე დაასამარეთ და დღევანდელ დღეს მწუხრის ჟამს ასამარებთ. მაშ იგლოვე გუშინდელი დღე, რადგან წავიდა, და დღევანდელი დღე გამოიტირე, რადგან ისიც წარმავალია; და ისინი იტაცებენ შენს ცხოვრებას. ღამე დაგფლავს და განთიადი აღგადგენს, ყოველდღე გაკვდინებენ ისინი, რათა შეიგრძნო, რომ მოკვდავი ხარ. ღამე გაშიშვლებს, რათა გეუწყოს, რომ შიშველი გახვალ; და ცისკარი გმოსავს, რათა პირნათლად აღასრულო ყოველივე. ცხოვრება, რომელიც გუშინ შენი იყო, ხელიდან გაგისხლტა და მას ვეღარ იპოვი. დღევანდელი ცხოვრებაც ხელიდან გეცლება და მიდის. დაიძინებ თუ იფხიზლებ ღამე მდინარებას არ მიატოვებს; გულმოდგინე ხარ თუ დაუდევარი, დღე სრბისგან არ დაცხრება. და ესენი იტაცებენ შენს ცხოვრებას. არამედ შენც "იავაზაკე - გამოსტაცე მათ სულიერი სარგებელი - და ნუ ჰგონებ, რომ ცისკარი განგანათლებს, თუ შენი გონება ღვთის მიმართ არ განათლდება