image

თემა: სინანული

ნუ გგონია, რომ ღამე განსასვენებლად გაქვს, ვიდრე სული დაბნელებული გაქვს ბოროტი სატკივრისგან. აქამდე ამბობდი, უნდა შევინანოო და არ ინანიებდი. ხოლო ამიერიდან ცოდვის გულისთქმა თუ მოგეძალება თუ მოგეძალება, უთხარი მას: "წადი ჩემგან, დღეს შენთვის არ მცალია, დღეს ქველმოწმედებისთვის მოვიცალე, სინანულს შევუდექი, სიმართლის გზას ვადგავარ მტკიცედ და ძველი წყლულების კურნება მნებავს. წადი ჩემგან დღეს და ნუ მაწუხებ, ნუ მომაცდენ იმის აღსრულებას, რა დავიწყე. როცა მას გავასრულებ, შევხედავ, და თუ ჯეროვნად მივიჩნევ, მე თვითონ მოგიხმობ.
    ასე გაკიცხე ცოდვის გულისთქმა და გააძევე შენგან. შენი ცხოვრება ცოდვისგან დაიხსენი ისევე, როგორც წინათ სინანულს დევნიდი მიზეზ-მიზეზობით დღევანდლამდე. ახლა კი გააფხიზლე გონება და ცოდვას უფრთხილდი, ყოველდღე დევნე იგი შენგან მანამ, ვიდრე ძლევა მოგენიჭება. როგორც მდიდარს გლახაკისა. ჯერ-არს, ცოდვის მიზეზი განვდევნოთ და სათნოება შევიკრძალოთ. გონებით უმეცარი არ ხარ. თუ გულმოდგინე მოშურნეობას შეიძენ, გაიმარჯვებ და ერთ მანკიერებას სძლევ, სხვებიც გააძევე. როგორც სიკეთის აღსრულებას აყოვნებდი უწინ, ახლა ცოდვის ჩადენა დააყოვნე. როგორც ჭეშმარიტებას ძრახავდი წინათ, ახლა უსჯულოება გაკიცხე. აქამომდე ცოდვაში იყავი ჩაფლული და სინანულს აყოვნებდი; ხოლო ამიერიდან ქველმოქმედებას დაეშურე და ცოდვს ჩადენა დააყოვნე. სიტყვით აღუთქვი, ხოლო საქმით ნურაფერს იქმ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები