
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი. ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა
აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი. ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა თავისუფალი ქმნილებისა და დასაბამიერი ყოფიერების – ღმერთის მიმართ, არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ამიტომაც ბოროტება სუფთა სახით არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ყოველგვარი ბოროტება, შესრულებული თავისუფალი ქმნილებების მიერ პარაზიტულად ცხოვრობს სხეულზე. მისთვის აუცილებელია თავის თავში ნახოს გამართლება, წარსდგეს კეთილის სამოსელში გახვეული და ხანდახან ზეკეთილის სამოსელშიც, ბოროტება ყოველთვის და გარდაუვალად შეერევა ხოლმე რაღაც ნაწილით ფორმით დადებით ძიებას და ამ მხრით ხიბლავს ადამიანს. თავისი დადებითი ასპექტით ბოროტება მიისწრაფვის წარსდგეს ადამიანის წინაშე, როგორც იმდენად ღირებულების მქონედ, რომ მის მისაღწევად დაშვებულ იქნას ყველა საშუალება. ადამიანის ემპირიულ ყოფიერებაში აბსოლუტური სიკეთე არ მიიღწევა. ყოველგვარ ადამიანურ წამოწყებაში არის არასრულქმნილების რაღაც ნაწილი. ადამიანურ სიკეთეში არასრულქმნილების არსებობა, ერთი მხრივ, და გარდაუვალი არსებობა კეთილი საბაბისა ბოროტებაში – მეორე მხრივ, იწვევს იმას, რომ ძალიან ძნელია განასხვავო სიკეთე ბოროტებისაგან.
|