წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ბოროტება

აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე

აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე შევნიშნეთ, დევს ბოროტების თესლი – თავის მოყვარეობა; მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი – მისი სამი სახესხვაობა: თვითგანდიდება, ანგარება, გრძნობებს აყოლა, რომელნიც თავის მხრივ წარმოშობენ უკვე ვნებებისა და მანკიერ მიდრეკილებათა ურიცხვ სიმრავლეს; როგორც ხეს გამოაქვს მრავალი რტო და ყლორტი, ასევე ჩვენში წარმოიქმნება ბოროტების მთლიანი ხე, რომელიც ფესვებს იდგამს გულში, იზრდება მთელს ჩვენს არსებაში, გამოდის გარეთ და ფარავს ყველაფერს, რაც ჩვენს გარშმოა. ამგვარი ხე თითოეულ მათგაშია, ვისაც კი ოდნავ მაინც შეუყვარებია ცოდვა, იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ ერთში ერთი მხარე ვლინდება სრულად, მეროეში – მეორე.
 
თემატური კითხვები
0