წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა: ომი

არცერთ ადამიანურ გონებას არ ძალუძს ბოროტებისა და მწუხარების მთელი იმ ერთობლიობის ახსნა, ერთი მოკლე

არცერთ ადამიანურ გონებას არ ძალუძს ბოროტებისა და მწუხარების მთელი იმ ერთობლიობის ახსნა, ერთი მოკლე სიტყვა – ომი რომ ჰქვია, ამას ვერც ჩემი გონება ახსნის, მაგრამ წმიდა წერილი კაშკაშა მზის მსგავსად ყველაფერს ხსნის და ნათელს ჰფენს. უფალი ნათან წინასწარმეტყველის პირით დავით მეფეს ეუბნებოდა: „და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან... და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი“ (II მეფ. 7.14). რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, თუ არა – ომს? და აღსრულდა სიტყვა უფლისა. დავითის ძემ, სოლომონმა და სოლომონის ძემ, რობოამმა ჰქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა და „აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგვიპტისა, იერუსალიმდ. და წარიღო ყოველი ფასი სახლისა მის უფლისა და ფასი სახლისა მის მეფისა და ოროლნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნა სოლომონ“ (III მეფ. 14, 25–26).
 
6