წმ. სილუან ათონელი

ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ

ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) იწყება ქრისტესმიერი, სულისათვის უცხო მხარე. სიკეთე ბოროტი საშუალებებით არ მიიღწევა და მიზანი არ ამართლებს საშუალებას. სიკეთე, გაკეთებული არაკეთილი გზით – არ არის სიკეთე. ეს აღთქმა ჩვენ მოციქულთაგან და წმინდა მამათაგან გვაქვს მიღებული. თუ ხშირად იმარჯვებს კეთილი და თავისი გამოჩენით ასწორებს ბოროტებას, არასწორი იქნება ვიფიქროთ, რომ ამ სიკეთესთან მიგვიყვანა ბოროტებამ, რომ სიკეთე გამოჩნდა ბოროტების შედეგად. ეს შეუძლებელია, მაგრამ ღვთიური ძალა ისეთია, რომ იქ, სადაც გამოჩნდება, ყველაფერს კურნავს ზარალის მიუყენებლად, რამეთუ ღმერთი – სისრულეა ცხოვრებისა და ქმნის ცხოვრებას არაფრისაგან.
 
თემატური კითხვები
0