
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე,
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე, მრისხანება, ჩხუბი, მკვლელობა და სხვა ბოროტება სწორედ მათ მიერ მომძლავრდა ადამიანებს შორის. სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელი და თანშეზრდილი გონიერება და სარწმუნოება. წმინდა წერილის თანახმად, ეს არის წურბელას სამი ასული, დედის – უგუნურების მიერ შეყვარებული (იგავნი 30.15).
|