
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
უმეტეს შემთხვევაში გარეგნული სწავლა–განათლება საზიანოა იმიტომ, რომ ადამიანში ის გადაჭარბებულ
უმეტეს შემთხვევაში გარეგნული სწავლა–განათლება საზიანოა იმიტომ, რომ ადამიანში ის გადაჭარბებულ თვითშეფასებას იწვევს, საკუთარ თავზე გადაჭარბებულ აზრს. სინამდვილეში კი ეს „აზრი“ გარდაიქმნება ერთგვარ ჯებირად, რომელიც ღვთის მადლის მოახლოებას უშლის ხელს, მაშინ, როდესაც, თუ ადამიანი განაგდებს ამ თვითშეფასებას – მაღალ წარმოდგენას საკუთარ თავზე, მაშინ კეთილი და მდიდარი მამა ჩვენი განანათლებს მას თავისი ნათელი საღმრთო აზრებით. თუმცა, თუკი საბრალო ადამიანი საკუთარ თავზე მაღალი აზრისაა და თავი ამ აზრებითა აქვს სავსე, მაშინ იგი რჩება თავკომბალად, ხორცად, მან არ უწყის მადლი ღვთისა – სულიწმიდა. ანუ იმის საშიშროება არსებობს, რომ ბევრი ცოდნა გამოუცარიელებს მას თავს და საჰაერო ბუშტად გადააქცევს. მაშინ ადამიანი დგას საშიშროების წინაშე, რომ ის ან საჰაერო ბუშტივით გასკდება ჰაერში (შიზოფრენიისაგან), ან მიწაზე დაენარცხება (ამპარტავნებისაგან) და ცუდად დაასრულებს. აი, რატომაა, რომ ცოდნას ღვთის შიში უნდა ახლდეს და მოღვაწეობასთან ხელიხელჩაკიდებული მიდიოდეს – რათა წონასწორობა დაიცვას. მარტო ცოდნა საზიანოა.
|