პაისი მთაწმინდელი

ქვეყანაზე მთელი ბოროტება მოდის იქიდან, რომ საღმრთო განათლება არ არის, როდესაც არ არის საღმრთო

ქვეყანაზე მთელი ბოროტება მოდის იქიდან, რომ საღმრთო განათლება არ არის, როდესაც არ არის საღმრთო განათლება, ადამიანი წყვდიადში იმყოფება. მაშინ ერთი ამბობს: „აქ წავიდეთ“; მეორე: „არა, მე კარგად ვიცი, სჯობს, იქ წავიდეთ“. მესამეს კიდევ სულ სხვაგან სურს, მეოთხეს – კიდევ სხვაგან, თითოეული თვლის, რომ სწორედ იქ წასვლაა მართებული, სადაც თვითონ სურს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველას კარგი უნდა, მაგრამ წარმოიშობა ბუნდოვანება და ურთიერთგაგებას ვერ ახერხებენ. ბუნდოვანება რომ არ ყოფილიყო, ისინი არ იჩხუბებდნენ: აშკარად დაინახავდნენ საუკეთესო გზას და ერთად წავიდოდნენ. იმის თქმა მინდა, რომ კეთილგანწყობილი ბევრია, მაგრამ ბუნდოვანების გამო საზოგადოებაშიც და ეკლესიაშიც ბევრი პრობლემა იქმნება. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას ეკლესიაში ბოროტი ზრახვები არა აქვს, მაგრამ საღმრთო განათლება არ არის. სიკეთისთვის იბრძვიან და ბოლოს რით ამთავრებენ?! ამიტომ, შევთხოვოთ ღმერთს, რომ მან მცირეოდენი საღმრთო განათლება მაინც მოგვცეს, თორემ სხვაგვარად შესაძლოა, ბრმებივით ბორძიკით ვიაროთ.
 
0