
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა წმ. მამათა წიგნები, რომლებიც დღეს, მადლობა ღმერთს, ათასობით გამოდის.
ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა წმ. მამათა წიგნები, რომლებიც დღეს, მადლობა ღმერთს, ათასობით გამოდის. ამ წიგნებში შესაძლებელია იმის პოვნა, რასაც მიელტვი და რაც გჭირდება. ისინი ჭეშმარიტად სულიერ საკვებს შეადგენენ, მათ ჭეშმარიტად სულიერ გზაზე მიყავხარ. თუმცა, იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ისინი სიმდაბლითა და ლოცვით უნდა იკითხებოდეს. წმ. მამათა წიგნები ტომოგრაფიის მსგავსია, მსგავსი – იმიტომ, რომ ტომოგრაფიაზე ადამიანის ხორციელი მდგომარეობა აისახება, ისევე როგორც სულიერ წიგნებზე – მისი სულიერი მდგომარეობა. წმ. მამათა ტექსტების თითოეულ წინადადებაში ერთი კი არა, მრავალი აზრია დაფარული, რომელთაც თითოეული საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად იგებს.
|