ღირსი ზოსიმე პალესტინელი

ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს

ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია იესოს მიერ მოვლინებული ჩვენს გასათავისუფლებლად ყოველგვარ სენთაგან, ამიტომაც სიყვარულით უნდა მივიღოთ იგი ნაკლთა განსაკურნებლად. ხოლო თუ არ მივიღებთ ამ წამალს და ჩვენს მტრებს არ შვიწყნარებთ, წინააღვუდგებით მას, როგორც უგუნურნი ვავნებთ საკუთარ თავს.
 
თემატური კითხვები
0