
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
თემა:
განსაცდელები
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს.
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები; ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე დაუპირსპირდი განსაცდელს. გვამივით დაეცი ბრძოლაში და ქანცგაწყვეტილმა შეჰღაღდე: „არ გაგიშვებ, უტკბესო იესო! და არ დაგტოვებ! განუყრელი ვიქნები შენთან უკუნისამდე და შენი სიყვარულის გამო მოვკვდები ასპარეზზე“. და ანაზდეულად ასპარეზზე ჩნდება და ქარიშხალში გიყვირის: „გვერდით ვარ! წელი მოისარტყლე, როგორც მამაცმა, და მომყევი!“
|