
ავტორი:
წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი)
ამ დროს (გარდაცვალების მესამე დღეს) სული ბოროტ სულთა ლეგიონებს გაივლის, რომელნიც მას გზას უღობავენ
ამ დროს (გარდაცვალების მესამე დღეს) სული ბოროტ სულთა ლეგიონებს გაივლის, რომელნიც მას გზას უღობავენ და სხვადასხვა ცოდვაში ადანაშაულებენ, რაშიც იგი თავად ჩაითრიეს. სხვადასხვა გამოცხადების თანახმად, ასეთი ოცი დაბრკლება არსებობს, ეგრეთ წოდებული „საზვერეები“, რომელთაგან თითოეულზე ესა თუ ის ცოდვა განიკითხება; ერთი საზვერის გავლის შემდეგ სული შემდეგთან მიდის და მხოლოდ ყველა მათგანის წარმატებით გავლის შემდეგ შეუძლია თავისი გზის გაგრძელება, თუ არ იქნა უმალვე გეენიაში შთაგდებული. ეს დემონები და საზვერეები თუ რა საშინელნი არიან, იმ ფაქტიდან შეიძლება ვნახოთ, რომ თავად დედა ღვთისა, როდესაც მას მთავარანგელოზმა გაბრიელმა სიკვდილის მოახლოება აუწყა, თავის ძეს, მაცხოვარს ევედრებოდა ამ დემონთაგან მისი სულის ხსნას. მისი ლოცვების საპასუხოდ თვით უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ზეციდან, თავისი ყოვლადწმიდა დედის სულის მისაღებად და ზეცად აღსაყვანებლად (ეს ხილულად არის გამოსახული მიძინების ტრადიციულ მართლმადიდებლურ ხატზე). ჭეშმარიტად საშინელია მიცვალებულის სულისათვის მესამე დღე და ამიტომ აუცილებლად სჭირდება ლოცვები.
|