წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად

ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად არ მოსულიყო და მონანიების გარეშე არ მომკვდარიყვნენ, არ დაეტოვებინათ ეს სამყარო მანამ, ვიდრე ტანჯვის სიმწარე ხორციელ სიამოვნებათა ყველა მოგონებას არ გაანადგურებდა. წმიდა წერილში ნათქვამია: „რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (ებრ. 12, 6). შესაბამისად, ვისაც არ სჯის, იმას უხალისოდ იღებს. ამიტომაც, ნუ გშურს მათი, ვინც ტკივილისა და ტანჯვის გარეშე სტოვებს ამ ქვეყანას. გაიხსენე მაცხოვრის სიკვდილისწინა ვნებანი, წმინდა მოციქულები, წინასწარმეტყველები და მოწამეები. გაიხსენე ათასობით უცნობი ადამიანის შესახებ, ყოველდღიურად რომ ეთხოვებიან სიცოცხლეს საავადმყოფოში და განაგდე სიკვდილის ყოველგვარი შიში. ელოდე მოთმინებით და როდესაც ის მოვა, მიიღე როგორც ღმერთის საჩუქარი.
 
0