
ავტორი:
წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი)
მიცვალებულებისათვის პანაშვიდი და საშინაო ლოცვა სასარგებლოა, ისევე როგორც მათ მოსახსენებლად
მიცვალებულებისათვის პანაშვიდი და საშინაო ლოცვა სასარგებლოა, ისევე როგორც მათ მოსახსენებლად აღსრულებული კეთილი საქმეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის საღვთო ლიტურგიაზე მოხსენიება. მიცვალებულთა მრავალი გამოცხადება და ბევრი სხვა შემთხვევა იყო იმის დამადასტურებელი, თუ რა სასარგებლოა მიცვალებულთა მოხსენიება. ბევრი, ვინც სინანულით გარდაიცვალა, მაგრამ სიცოცხლეში ვერ შეძლო მისი გამოჩენა, ტანჯვისაგან გათავისუფლდა და განისვენა. ეკლესიაში გამუდმებით აღესრულება მიცვალებულთა განსასვენებელი ლოცვები, ხოლო სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს, მწუხრზე მუხლმოდრეკით ლოცვაში არის განსაკუთრებული სავედრებელი „ჯოჯოხეთის პყრობილთათვის“.
|