წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი)

მიცვალებულისათვის ლოცვის ყოველი სიტყვა მწყურვალისათვის წვეთი წყლის ტოლფასია. უმალვე იზრუნეთ

მიცვალებულისათვის ლოცვის ყოველი სიტყვა მწყურვალისათვის წვეთი წყლის ტოლფასია. უმალვე იზრუნეთ ორმოცდღიან მოსახსენებელზე, ანუ ორმოცი დღის მანძილზე მიცვალებულის წირვებში ყოველდღიურ მოხსენიებაზე. ჩვეულებრივ, ეკლესიებში, სადაც წირვა ყოველდღე სრულდება, მიცვალებულებს, რომელთაც იქ აუგეს წესი, ორმოც დღეს და მეტხანსაც იხსენიებენ, მაგრამ თუ წესის აგება შესრულდა ტაძარში, სადაც ყოველდღე არ აღესრულება წირვა, მაშინ ნათესავებმა თავად უნდა იზრუნონ და ორმოცდღიანი მოსახსენებელი იქ უნდა შეუკვეთონ, სადაც წირვა ყოველდღიურად სრულდება. კარგია აგრეთვე მონასტრებში მიცვალებულის მოსახსენიებლად შესაწირავის გაგზავნა; აგრეთვე – იერუსალიმში, სადაც წმიდა ადგილებში განუწყვეტლივ ლოცვა აღესრულება. ორმოცდღიანი მოხსენიება სიკვდილის უმალ უნდა დაიწყოს, როდესაც სულს ლოცვითი შემწეობა განსაკუთრებით სჭირდება და ამიტომაც მიცვალებულის მოხსენება იმ მახლობელ ტაძარში უნდა დაიწყოს, სადაც წირვა–ლოცვა ყოველდღიურად სრულდება.
 
0