
ავტორი:
წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი)
როგორც კი გარდაიცვლება ვინმე, უმალ უხმეთ მოძღვარს ან შეატყობინეთ, რათა მიცვალებულს სულთბრძოლის
როგორც კი გარდაიცვლება ვინმე, უმალ უხმეთ მოძღვარს ან შეატყობინეთ, რათა მიცვალებულს „სულთბრძოლის ლოცვები“ წაუკითხოს, რომლებიც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უნდა იკითხებოდეს გარდაცვალების შემდგომ (ან მოახლოებული სიკვდილის დროს – მთარგ. შენიშვნა). შეძლებისდაგვარად ეცადეთ, რათა წესის აგება ეკლესიაში შესრულდეს, ხოლო წესის აგებამდე მიცვალებულისთვის ფსალმუნი უნდა იკითხებოდეს. აუცილებელი არ არის წესის აგება გულმოდგინედ იყოს მორთულ–მოკაზმული, აუცილებელია, რომ იგი სრულად, ყოველგვარი შემოკლების გარეშე აღესრულოს; ამ დროს თქვენს საკუთარ კეთილმოწყობაზე კი არ უნდა ფიქრობდეთ, არამედ – მიცვალებულზე, რომელსაც თქვენ შორდებით.
|