ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
გინება
აწ ესე ვსთქუათ, თუ რომლისა საქმით შეხუდება კაცს და შეემთხვევა ენათა ბაგით ბოროტის ზრახვა. პირველად
აწ ესე ვსთქუათ, თუ რომლისა საქმით შეხუდება კაცს და შეემთხვევა ენათა ბაგით ბოროტის ზრახვა. პირველად სიყრმის უგუნურებისაგან, ვითარცა პავლე იტყვის: "ოდეს ვიყავ ყრმა, ვიტყოდი ვითარცა ყრმა; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცი, დაუტევე სიყრმისა იგი". მეორედ ქრისტეს განშორებისაგან: სადამდის ქრისტეს კაცი არ განეშორება, მადამდის არც ბოროტ ზრახვასა ჰყოფს; როდესაც მას მოშორდება, მაშინ ბოროტს ზრახვას შეუდგება.
|