
ავტორი:
აბბა დოროთე
სულებს ყოველივე ახსოვთ, რაც აქ იყო, როგორც მამები ამბობენ, სიტყვებიც, საქმეებიც, ფიქრებიც და ამათგან
სულებს ყოველივე ახსოვთ, რაც აქ იყო, როგორც მამები ამბობენ, სიტყვებიც, საქმეებიც, ფიქრებიც და ამათგან არაფრის დავიწყება მაშინ არ შეეძლებათ. ხოლო ფსალმუნში რომ არის ნათქვვამი: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფს. 145.4) – აქ იგულისხმება ის, რომ წარწმდიან ამქვეყნიური ზრახვები (ფიქრები) – შენებაზე, ქონებაზე, მშობლებზე, შვილებზე, ყოველგვარ საქმიანობასა და სწავლაზე. ეს ყველაფერი ქრება, როგორც კი სული სხეულიდან გადის, ხოლო რაც სულმა სათნოებათა და ვნებათა მიმართ აღასრულა, ყველაფერი ახსოვს და ამათგან არაფერი წარწმდება მისთვის... და როგორც ვთქვი, რაც ამქვეყნად გააკეთა, სულს არ ავიწყდება, არამედ სხეულიდან გასვლის შემდგომ ყოველივე ახსოვს და თანაც უფრო უკეთ და ნათლად, რადგან ამ მიწერი სხეულიდან გათავისუფლებულია.
|