ავტორი:
წმ. იოანე კასიანე რომაელი
სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს
სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16. 22–28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ, ანუ – იმედს, შიშს, სიხარულს, მწუხარებას და ნაწილობრივ უკვე განიცდიან იმას, რასაც საყოველთაო განკითხვაზე მოელიან... სულები უფრო ცოცხალნი ხდებიან, უფრო მოშურნედ განადიდებენ ღმერთს. და მართლაც, თუკი ჩვენი გონების შესაძლებლობისდაგვარად გადავხედავთ წმიდა წერილის მოწმობას თავად სულის ბუნებაზე და მცირედ მაინც განვსჯით – მაშინ სიშლეგე ხომ არ იქნებოდა, თუნდ მცირედი ეჭვიც გვქონოდა, რომ ადამიანის უძვირფასესი ნაწილი (ე.ი. სული), რომელშიცაა, ნეტარი მოციქულის მიხედვით, ღვთის ხატება და მსგავსება (I კორ. 11, 7 კო. 3,10), რომელიც თავისი თანაზირებით უტყვ, უგრძნობელ ხორციელ საგანსაც გრძნობიერს ჰყოფს – თითქოსდა უგრძნობელი შეიძლება გახდეს იმ სხეულის სიტლანქის განშორებით, რომელშიც იგი ამქვეყნად იმყოფებოდა? აქედან გამომდინარე, თავად გონების თვისებაც იმას ითხოვს, რომ სულმა, რომელიც ახლა სხეულის ამ სიტლანქის გამო სუსტდება, თავისი გონებრივი ძალები უკეთეს მდგომარეობაში მოიყვანოს და კი არ დაჰკარგოს ისინი, არამედ აღადგინოს წმინდად და უფრო ნატიფად.
|