ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
თემა:
ცრურწმენა
ძენ-ბუდიზმი თავისი ტექნიკით ძალიან წააგავს ინდურ იოგას, რომლისგანაც იგი, ფაქტიურად, კიდეც წარმოიშვა.
ძენ-ბუდიზმი თავისი ტექნიკით ძალიან წააგავს ინდურ იოგას, რომლისგანაც იგი, ფაქტიურად, კიდეც წარმოიშვა. აქ შედის იგივე პოზები, სუნთქვის მეთოდიკა, "წმიდა" სახელის გამეორება, რაც იოგაში გვხვება, მაგრამ ყოველივე ამას ემატება სხვა ხერხები, რომლებიც მხოლოდ ძენს ახასიათებს. ამ ხერხების მიზანი ზუსტად ისაა, რაც იოგასი, - რაციონალური აზროვნების გათიშვა და მშვიდი მედიტაციის მიღწევა, "საკუთარი არსების ცენტრში წვდომა", "სახეებისა და ბგერებისაგან დაცლილი ჭვრეტის უნარის" მოპოვება, "ფსიქიკური ცხოვრების მშვენიერ სამყაროში", "ღრმა შინაგან სიმშვიდეში" დათქმა. ეს განცდები ერთგვარად ნარკომანის განცდებს მოგვაგონებს.
|