
ავტორი:
წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი)
თემა:
ლოცვა გარდაცვლილთათვის
ყველას, ვისაც მიცვალებულისადმი თავისი სიყვარულის გამოხატვა და რეალური დახმარება სურს, ყველაზე უკეთ
ყველას, ვისაც მიცვალებულისადმი თავისი სიყვარულის გამოხატვა და რეალური დახმარება სურს, ყველაზე უკეთ ამის გაკეთება მისთვის ლოცვით შეუძლია და განსაკუთრებით კი წირვაზე მოხსენიებით. წირვისას ცოცხლებისა და მიცვალებულებისათვის ამოღებულ ნაწილებს უფლის სისხლში ჩააბრძანებენ სიტყვებით: „მიუტევენ უფალო ცოდვანი აქა მოხსენიებულთანი, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთაითა“.
წირვაზე მოხსენიებისას ლოცვზე უმეტესს და უკეთესს ჩვენ მიცვალებულებისათვის ვერაფერს გავაკეთებთ. ეს მათთვის ყოველთვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი იმ ორმოცი დღის მანძილზე, როდესაც გარდაცვლილის სული მარადიული სამყოფელისკენ მიემგზავრება. სხეული მაშინ ვერაფერს გრძნობს: იგი შეკრებილ ახლობლებს ვერ ხედავს, ყვავილთა სურნელებით არ ტკბება, არც საფლავზე წარმოთქმული სიტყვები ესმის, მაგრამ სული მისთვის აღვლენილ ლოცვას გრძნობს და ჰმადლობს მას, ვინც მისთვის ლოცულობს და სულიერად მასთან ახლოა.
|