ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
წმინდანები
მიწიერ ადამიანს წმიდანის არ ესმის!.. შეიძლება დიდი ცოდნაც გაგაჩნდეს და დიდი კაციც იყო, მაგრამ
მიწიერ ადამიანს წმიდანის არ ესმის!.. შეიძლება დიდი ცოდნაც გაგაჩნდეს და დიდი კაციც იყო, მაგრამ წმიდანი ვერ იცნო. ანგელოზი და ეშმაკი ვერ გაარჩიო. ამპარტავანი სულისა და ცოდვითამღვრეული თვალების მქონე ადამიანს შეუძლია წმიდანი იცნოს?! ან წმიდანი გაეხსენბა მას?! ასეთი ადამიანები ყველაფერს ცოდვილად ხედავენ და აწყობთ კიდეც, ყველა მათნაირი რომ იყოს!..
წმიდანი რომ იცნო, მისი ჯიშის უნდა იყო!.. თავმდაბალი, სიწმინდის მოშურნე და სულიერი მადლის მატარებელი, ამაშია აუცილებლობა!..
თუ ადამიანს მადლი არა აქვს, ის ადამიანი სულიერად მკვდარია. ჯერ კიდევ სერაფიმე საროველი გვასწავლიდა: "ადამიანის მიწიერი ცხოვრების არსი მის მიერ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაშიაო!" და ეს მდგომარეობა, მორწმუნეთ, ტანჯვის, დაუღალავი შრომის, საღმრთო განათლებისა და წმიდა მასწავლებლების გარეშე არ მიიღწევა. თითოეული მოწოდებული ადამიანის სულის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ეკლესიის წმიდა მოვალეობაა. სხვა რომ სულის ამ საფეხურზე აიყვანო - თავად უნდა იყო წმიდანი!..

|