ღმერთს წმიდანები ყოველთვი ჰყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მათ ცოდვებით

ღმერთს წმიდანები ყოველთვი ჰყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მათ ცოდვებით სულდაბნელებულები!.. ადამიანებს დიდი ტანჯვისა და ვნებათა დათრგუნვის ფასად, დღესაც ისე, როგორც ძველად, სიცოცხლეშივე ეძლევათ წმიდანობის დასტური ღმრთისაგან, როგორც უდიდესი ჯილდო. წმიდა იოანე ოქროპირი არა თუ აღიარებდა დედამიწაზე ცალკეული წმიდანების ყოფნას, არამედ ნახეთ რას ამობობდა: "ხალხს შეადგენენ წმიდანები და არა ბრბო!"
    არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა, სადაც წმიდანები არ მოქმედებენ. ერში წმიდანების საიდუმლო მოქმედება ძალიან დიდი და საინტერესო თემაა... დღესდღეობით ყველაფერ ამას, უბრალოდ ვერ გაიგებთ და შეიძლება "ყოვლისმცოდნე და თავდაჯერებულმა მართლმადიდებელმა" - ათასგვარი მკრეხელობა, მწვალებლობა და ხიბლში ყოფნა მოგვაწეროს, ამიტომ წმიდანები ამ საიდუმლოს ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ნელნელა გაგვიხსნიან. ისე იმათ, ვინც "ძალიან ბევრი იციან მართლმადიდებოლობაზე", მინდა წმიდა წერილიდან შევახსენო: "რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ!" ყველა ნამდვილი მღვდელი წმიდანია... მღვდელი, რომელიც არ არის წმიდანი, არ არის ჭეშმარიტი მღვდელი!!!
 
თემატური კითხვები
3