წმიდანები არამარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ

წმიდანები არამარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმიდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმიდანები კი ამზადებენ მათ სასუფევლისათვის. ადამიანთა მოდგმაში წმიდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც სამოთხისაკენ მიმავალი გზა უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სასუფეველში. როგორც ცაზე ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომისა და სიკაშკაშის მიხედვით, ისე წმიდანებიც განსხვავდებიან ძალისა და სულიწმიდის ნიჭის მიხედვიტ. ზოგი წმიდანი სულიწმიდის მადლის მატარებელია, ზოგი უფრო დიდი, სულიწმიდის ჭურჭელია... ჯერჯერობით მეტს ვერ გეტყვით, არადა, სათქმელი ძალიან ბევრია... ერთი იცოდეთ, ეს ცოდნა ყველაზე წინ ჩვენ, ქართველებს გაგვეხსნება!..
 
თემატური კითხვები
3