ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
წმინდანები
წმიდანობა არის განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა. სულიერი ძალმოსილება და მადლმოსილება, რომელსაც
წმიდანობა არის განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა. სულიერი ძალმოსილება და მადლმოსილება, რომელსაც ადამიანი ღმერთამდე პირადი გაღწევით აღწევს, თუმცა წმიდათა ცხოვრებაში არის მაგალითები იმისა, რომ დედის მუცლიდანვე წმიდანებად მოვლინებიან წუთისოფელს, როგორც წმიდა ნიკოლოზი. არის ასევე მაგალითები, რომ ღმერთს ადრეულ ასაკში შეუმოსავს მისი რჩეული წმიდანები: წმიდა პანტელეიმონი 5 წლის, წმიდა გაბრიელი - 6 წლის, წმიდა ნილოსი - 7წლის, წმიდა ტრიფონი -14 წლის და ა.შ. ყველას ვინ ჩამოთვლის, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანთა ადრეულ ასაკში წმიდანობა, არის ღვთისა და წმიდათა სისტემის საიდუმლო. წმიდანობა არის მიწიერ ბრძოლებში გამარჯვების ბეჭედი ღმრთისაგან. ასე რომ, ამ მდგომარეობას აღწევს სიცოცხლეში და არა გარდაცვალებიდან საუკუნეების შემდეგ, ან კიდევ კანონიზირების - შერაცხვის მომენტში! პიროვნების ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხვის შედეგ მორწმუნეთ ოფიციალურად შეუძლიათ ემთხვიონ მის ხატს, ევედრონ, გამოითხოვონ სულიერი და ხორციელი შემწეობა! რაც შეეხება კანონიზაციის საკითხებს, არის ეკლესიის ისტორიაში ფაქტები, როცა ესე თუ ის პიროვნება ეკლესიას წმიდანად შეურაცხავს გარდაცვალებიდან უმოკლეს დროში. არის, როცა ეკლესიას პიროვნება წმიდანად შეურაცხავს საუკუნეების შემდეგ. არის ასევე იმისი მაგალითები, რომ ეკლესია სიცოცხლეშივე სცნობდა წმიდანად, ამა თუ იმ პიროვნებას!.. როგორ გგონიათ, დიდი გიორგი ჭყონდიდელი არ იყო სიცოცხლეშივე წმიდანი?.. თუ ის წმიდანი მას შემდეგ გახდა, რაც 900 წლის შედგეგ ეკლესიამ აღიარა იგი წმიდანად?! ცოცხალი ადამიანი ხდება წმიდანი და არა გარდაცვლილი. ცოცხალი ადამიანი მოიხვეჭს სულიწმიდის მადლს და არა გარდაცვლილი! წმიდანობა ადამიანს ევალება აქ, ამ მიწაზე და არა ცაში!.. ასე რომ, წმიდანი დედამიწიდან უკვე წმიდანი გადის მიუხედავად იმისა, ხედავენ ამას თუ არა ცოდვილები!.. ღმერთს ძალიან ბევრი წმიდანი ჰყავს, რომელთაც არც ცხოვრებაზე, არც ვინაობაზე და მითუმეტეს მათ წმიდანად გაღწევაზე ქვეყანამ არაფერი იცის!
|