ავტორი:
წმ. მეფე დემეტრე თავდადებული
თემა:
ჭეშმარიტი ქრისტიანობა
ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან იესუ ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა
ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან იესუ ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯვარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა და აქამომდე მშვიდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფისა ჩემთვის, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი! და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტეანი სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, კაცნი და ჯურანი დაიმუსვრიან... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკუეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკუდეს და მე ტვით მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა მისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომა ქუეყანა უვნბელად დარჩეს.
|