
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
წყევლა
ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქოს ყოველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა,
ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქოს ყოველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმინდა გიორგიმ და სხვა მისთ. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლანდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირასხმა არ შეუძლიათ. ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავია, რომ მისი ჭკუა კი არ მართავს ენას, არამედ მის ჭკუას ენა წარიტაცებს და ჯურღმულში აგდებს
|