
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
თემა:
გონების განწმენდა
მაშ ასე, გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები – ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება
მაშ ასე, გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები – ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო დამოკიდებული, თავისუფლდება ყოფითი საზრუნავისაგან და, განუწყვეტლივ წარმოთქვამს რა ლოცვას, სრულიად აღარ მიმოიტაცება. და მაშინ ხვდები, რომ იგი განიწმინდა. რადგან უკვე აღარ იდრიკება უკეთურისა და უწმინდურისაკენ, რომელსაც ხედავდა ან ისმენდა ამსოფლად.
|