
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა:
წუთისოფლის სიამოვნებანი
მინდა საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო! – ასე ამბობს სხეულის მონა, – და ცხოვრობს კიდეც ამგვარად. მისი
მინდა საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო! – ასე ამბობს სხეულის მონა, – და ცხოვრობს კიდეც ამგვარად. მისი სული სხეულსა და გრძნობებშია ჩაფლული. ზეცაზე, სულიერ საჭიროებებზე, სინდისისა და მოვალეობის მოთხოვნილებებზე არ ფიქრობს, არ უნდა და არც შეუძლია ამაზე ფიქრი (იხ. რომ. 8. 7). მან იცის მხოლოდ სიამოვნებათა სხვადასხვაგვარი სახეობები; მარტო ამაზე შეუძლია საუბარი და მსჯელობა. რამდენი სიკეთეცაა დედამიწაზე, რამდენი მოთხოვნილებაც აქვს მის სხეულს, სიამოვნებათა იმდენი სრული სფეროა გრძნობებს აყოლილისთვის, და თითოეული მათგანისთვის მასში ჩნდება განსაკუთრებული მიდრეკილება. ტკბილეულისმოყვარეობა, ძღომამდე ჭამა, განებივრება, კეკლუცობა, სიზარმაცე, გარყვნილება – მიდრეკილებები, რომელთა ძალაც უთანაბრდება ბუნების კანონთა ძალას. დაიწყებს ადამიანი გემოვნებით ტკბობას – ხდება გემოთმოყვარე; ფერთა თამაში ასწავლის მას კეკლუცობას; ხმათა მრავალფეროვნება – ლაქლაქს; ჭამის მოთხოვნილება უბიძგებს ძღომისაკენ; თავდაცვის მოთხოვნილება – სიზარმაცისაკენ; სხვა მოთხოვნილებები – გარყვნილებისაკენ.
|