
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
დიდებისმოყვარეობა
ზოგიერთმა შეიძლება მკითხოს: მაშ, რატომაა, რომ ზოგი ჯერ კაცთაგან განდიდდა, შემდეგ კი – ღვთისგან?
ზოგიერთმა შეიძლება მკითხოს: „მაშ, რატომაა, რომ ზოგი ჯერ კაცთაგან განდიდდა, შემდეგ კი – ღვთისგან?“ მაგრამ საქმის არსი ის არის, რომ თუ ადამიანს კაცობრივი დიდება სურს, ქრისტე არ განადიდებს მას. ადამიანი თავისით არასოდეს უნდა ესწრაფოდეს პასუხისმგებლობას და თუ მას ამისგან გაათავისუფლებენ, უნდა უხაროდეს კიდეც. სულიერი კანონებით ხომ პასუხისმგელობა, რომელსაც იგი ტვირთულობს, უნდა ამძიმებდეს მას. თუ ადამიანი არ ხარობს იმით, რომ იგი გაათავისუფლეს პასიხისმგებლობისაგან, ესე იგი მასში ამპარტავნებაა დამალული. ნურასოდეს ისწრაფებთ მაღალი ხარისხების, წოდებებისა და თანამდებობებისაკენ, ასეთი სწრაფვა შორს წასული ავადმყოფობის შედეგია. ეს მიუთითებს, რომ ამ ჩვენი ავადმყოფობის გამო მივდივართ გზით, რომელიც დიდად განსხვავდება იმ გზისაგან, რომლითაც წმიდა მამები მიდიოდნენ და რომლითაც ისინი სამოთხეში მივიდნენ.
|