წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: დედაკაცი

ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია

ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახზე მზრუნველობა ყოველთვის მოსაწონი იყო. ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლ–ქმრობის, მამა–შვილობის, ოჯახური ცხოვრების დამყარებელი და ამღორძინებელი იყოს.
 
0