
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
დაბეზღება
ვინ მოთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ეს საძაგელი ჩვეულება, რამდენი მეზობელი,
ვინ მოთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ეს საძაგელი ჩვეულება, რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნათესავი გადაუმტერებია ერთმანეთისათვის. ერთი ძირითადი მიზეზი ამ სიძულვილის, შურისა და განხეთქილებისა, რომელსაც, სამქუხაროდ, ხშირად ვხედავთ მეზობელთა, ოყვასთა და ნათესავა შორის, სწორედ დაბეზღება და ენის მიტან-მოტანაა. ზოგიერთს ეს ჩვეულება ცოდვათაც კი არ მიაჩნია, მაგრამ ვნახოთ რას გვასწავლის საღმრთო წერილი, კერძოდ კი, მოციქული იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მოციქული გვეუბნება, რომ ღმერთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება, მას შეუძლია აღვირი მთელ სხეულს ამოსდოს (3, 2). ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა კაცმა, სხვა ცოდვასაც ადვილად შეებრძოლება.
|