დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: ხატი

ეკლესია ყოველთვის მტკიცედ იცავდა თავის სიმართლეს და მიიჩნევდა, რომ ხატების უარყოფით იწყება მთელი

ეკლესია ყოველთვის მტკიცედ იცავდა თავის სიმართლეს და მიიჩნევდა, რომ ხატების უარყოფით იწყება მთელი მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობის რღევა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ხატი მაშინ შეიქმნა, როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. ძე ღმერთი თავად არის ხატი ზეციური მამისა. მან ადამიანური ბუნება მიიღო. რა თქმა უნდა, ღმერთის გამოსახვა შეუძლებელია. იგი არ გამოისახება. მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. შეუძლებელია გამოსახვა იმისი, რომელიც არანაირ საზღვრებში არ თავსდება და უსასრულობაა. ამიტომაც არ გამოისახებოდა.
 
0